საგამოცდო ციებ-ცხელება დასრულდა - საქართველოს მასშტაბით, სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
წელს, ტყიბულის N7 საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული გააგრძელებს სწავლას სასურველ უნივერსიტეტში. ოთხივე უმაღლეს სასწავლებელში ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს სტუნდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი აღზრდილები ასეთივე შემართებით გააგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას, სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან და მაღალპროფესიონალურად ემსახურებიან სამშობლოს.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.