მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული. უფრო დეტალურად კი ეს გახლავთ:
ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლასთან თანამშრომლობა;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში –
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული
სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;
1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;
2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების
განხორციელება/განვითარება;
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;
4) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან);
დ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციის და მათი საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ე) კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის – ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
ზ) დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;
თ) დასაქმებულთათვის სახელმძღვანელოების, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტებისა და სტანდარტების შემუშავება;
ი) მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გავლისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
კ) საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა;
ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
მ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებული საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის (შემდგომ – მანდატური) საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა;
ო) სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) მანდატურის მიერ სუბიექტის გადამისამართების მიზნით საჭირო პროცედურების დანერგვის უზრუნველყოფა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
პ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 485 მუხლის შესაბამისად მანდატურის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსების გამოცხადება;
რ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მიერ სხვადასხვა ტიპის კვლევის წარმოება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის
უზრუნველყოფა;
ტ) დასაქმებულთა მიმართ შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
უ) სტატისტიკის წარმოება და საქმიანობის ანალიზის განხორციელება;
ფ) ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება;
ქ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულების საფუძველზე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;
ღ) საკუთარი სახელით უფლებებისა და მოვალეობების შეძენა, გარიგებების დადება, საკუთარი სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში, სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ გამოსვლა;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.