ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს შორისაა ლაშა მაჭარაშვილი.
ისტორიის პედაგოგმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა - სკოლა ამაყია პედაგოგის შედეგით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ ამ წარმატებას ლაშას და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას“, - ასე ულოცავენ სკოლაში პედაგოგს.
აღსანიშნავია, რომ ბებნისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პედაგოგების წახალისებასა და მათი შრომის დაფასებას, ადმინისტრაციის და დირექციის მხარდაჭერით, დღეს სკოლის პედკოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგებით.