რას ნიშნავს არადიფერენცირებული შეფასება და რომელ საგანში გამოიყენება ის? - დეტალურ განმარტებას ეროვნული სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:
საჯარო სკოლაში არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში.
საშუალო საფეხურზე პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).