რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ.
სკოლის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია, რომლებიც სწავლას მათ მიერ არჩეულ, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები აღზრდილებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ, ნათელ მომავალს უსურვებენ და სჯერათ, რომ კიდევ არაერთხელ იამაყებენ მათი წარმატებით.
„გილოცავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!
ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, გამოწვევებს, ურთიერთობებსა და ახალი განვითარების შესაძლებლობებს გულისხმობს.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას თქვენზე. მჯერა, სკოლაში მიღებული ცოდნით, უკეთესი შემართებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს განვითარების საქმეში. მომავალი განათლებაშია“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით, პედაგოგ იაგულ აბულაძის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: