ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ელიზბარ კოპინაძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პედაგოგმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ, ელიზბარ კოპინაძეს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ქედქედის საჯარო სკოლაში პედაგოგთა კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია.