ბათუმის N30 სკოლის პედაგოგთა კონკურსში გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება 
05-09-2024

ბათუმის N30 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში -  „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ბათუმის N30 ორმა მასწავლებელმა - ლელა ქოქოლაძემ და თამარ აბდიბამ გაიმარჯვა.

საგანმანათლებლო პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 100 გამარჯვებულ ინიციატივასთან ერთად დააფინანსებს. 

სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგებს გამარჯვებას ულოცავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203