შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით წარმოდგენილ ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების შემთხვევაში ვალდებულია 2024 წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.