ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა ვერძაძის საგანმანათლებლო პროექტი კონკურსის გამარჯვებულია
05-09-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლით ხვდება. სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში -  „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ დაფინანსებული 100 პროექტიდან ერთ-ერთ გამარჯვებული პედაგოგ ლელა ვერძაძის წარდგენილი ინიციატივაა. 

პროგრამა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2023 წლიდან ხორციელდება.

სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგს გამარჯვებას ულოცავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203