ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა მიღწევებით ამაყობენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა - საბა ბოლქვაძემ, გურამ ირემაძემ, ანანო თავდგირიძემ, მილენა ქარცივაძემ, თეა დუმბაძემ, მამუკა ბერიძემ, დავით ჩამბამ და ლინდა ბასილაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ კურსდამთავრებულები პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ღირსეულად ემსახურებიან სამშობლოს.
„ზემო წინსვლის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენი სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას საბა ბოლქვაძეს, გურამ ირემაძეს, ანანო თავდგირიძეს, მილენა ქარცივაძეს, თეა დუმბაძეს, მამუკა ბერიძეს, დავით ჩამბას, ლინდა ბასილაძეს... გილოცავთ, გლოცავთ და მუდამ გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის მარად საამაყო იქნება....თქვენ არა მხოლოდ ჩვენი სოფლის, სკოლის, არამედ მთლიანად საქართველოს იმედი და ძალა ხართ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.