თბილისის N186 საჯარო სკოლაში ოქროს მედალოსან მოსწავლეებს ვარსკვლავი გაუხსნეს
08-06-2018
თბილისის N186 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ გრანდიოზულად აღნიშნეს.

ღონისძიება „შატო მუხრანში“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა განვლილი წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. დირექტორმა და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მილოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

კურსდამთავრებულებმა ღონისძიებაზე ოქროს მედალოსან მოსწავლეებს ვარსკვლავი გაუხსნეს და პედაგოგების კარიკატურები აჩუქეს. 

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს და ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203