საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულმა ცენტრმა 3 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შედეგების
გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).