მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.
2024-2025 სასწავლო წელს სკოლის სამი მასწავლებელი პროფესიული წინსვლით ხვდება. აზა რუხაიამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სპორტის მასწავლებელს გელა რუხაიამ საგნის გამოცდა ჩააბარა წარმატებით, სოფო ჯღაკავამ კი - სპეციალური მასწავლებლის.
სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
ვულოცავთ, აზა რუხაიას წამყვნი მასწავლებლის სტატუსს წინსვლა და წარმატებები. ასევე ვულოცავთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას სპორტის მასწავლებელს - გელა რუხაიას და სპეცმასწავლებელს - სოფო ჯღაკავას. წარმატებები კოლეგებო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: