მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ალექსანდრე დარჯანიამ, ცოტნე ჯიქიან და ლიზი ჯიქიან ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს. სკოლაში იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდების წარმატებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ.
„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას.
ალექსანდრე დარჯანიას, ცოტნე ჯიქიასა და ლიზი ჯიქიას ვუსურვებთ უამრავ წარმატებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.