წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიზი კალანდიამ, მაგდა გერგედავამ და კესო კალანდიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში აბიტურიენტებს მთალი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემარკივრობდნენ, დღეს კი ახალგაზრდების შედეგებით ხარობენ, მათ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ წარმატებას.....ლიზი კალანდია (100%-იანი გრანტი), მაგდა გერგედავა, კესო კალანდია.... წარმატებებს გისურვებთ და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებთ მშობლიურ სკოლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს, სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.