წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგი ანჟელა მურღულია 2024-2025 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და კოლეგები ანჟელა მურღულიას სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და წარმატებულ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, ინგლისური ენის უჭკვიანეს პედაგოგს - ანჟელა მურღულიას ულოცავს წამყვანის სტატუსის მინიჭებას, წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები: