გორელოვკის N1 სკოლაში მოეწყო ღონისძიება „შემოდგომის დღესასწაული“.
როგორც სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა აღნიშნავს, მოსწავლეებმა სკოლა მორთეს ხის ფოთლებით, ხმელი ხილითა და ბოსტნეულით:
"მოსწავლეებმა სკოლა მორთეს ხის ფოთლებით, ხმელი ხილითა და ბოსტნეულით. ასევე წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმღერეს, იცეკვეს. წარმოადგინეს სკეჩები და ბოლოს ჩაატარეს სახალისო კონკურსები, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.