ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ანიკო კაკაჩიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 
06-09-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ანიკო კაკაჩია კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა. 

ანიკო კაკაჩიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და წარმატებულ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„ახალგაზრდა, ნიჭიერ,მოტივირებულ მასწავლებელს - ანიკო კაკაჩიას, ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას! მრავალი ნაყოფიერი წელი მოგეთვალოს, ანიკო! მადლობა“,- ვკითხულობს სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203