წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ელენე ჭიჭაღუამ, მარიამ სალიან, თემო შონიამ, ვატო ჭანტურიამ, ზაალ ჭკადუამ და გიორგი ფიფიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და სჯერათ, რომ მათი წარმატებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ.
„ჩემს უსაყვარლეს კურსდამთავრებულებს - ელენე ჭიჭაღუას, მარიამ სალიას, თემო შონიას, ვატო ჭანტურიას,ზაალ ჭკადუას და გიორგი ფიფიას - ვულოცავ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. წარმატებებს გისურვებთ ძვირფასებო. თქვენი სკოლა და მასწავლებლები სიამაყით დაველოდებით თქვენს მორიგ წარმატებებს.
ბედნიერ, წარმატებულ და საინტერესოდ დატვირთულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ ჩემო თვალხატულა მერცხლებო!“, - ვკითხულობთ სკოლის სახელით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნატო შეროზიას გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს, სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.