ნაგების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგ მარიამ რატიანს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ
06-09-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ რატიანი 2024-2025 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება. 

პედაგოგმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში პედაგოგს სტატუსის მინიჭებას ულოცავენ, შემდგომ წინსვლასა და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლა მარიამ რატიანს ულოცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას. გვეამაყები მარიამ!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203