წელს, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, რომ სამმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„საყვარელო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! თქვენ წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეს არის დრო ახალი ცოდნის შესაძენად, მეგობრების შესაძენად და თქვენი პოტენციალის აღმოსაჩენად. იყავით თამამები, ცნობისმოყვარეები და მზად ახალი გამოწვევებისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და გრანტიან კურსდამთავრებულებს სიამაყით გვაცნობენ: