მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ოთხმა 50-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა.
სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა, როგორც აბიტურიენტთა შრომა, ისე დირექორის - ეკატერინე ქარდავასა და პედაგოგთა ამაგი და ახალგაზრდებს ნაყოფიერ სტუდენტობა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! ვისურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს თითოეული წარმატება, ჩვენი სკოლის ღირსეული მასწავლებლების წარმატებაა და ვულოცავთ მათაც ამ დიდ სიხარულს! ეკატერინე ქარდავას (დირექტორი), ნინო ყოლბაიას, ლალი აფაქიძეს, შორენა ციმინტიას. განსაკუთრებით სასიამოვნო და საამაყოა ის ფაქტი, რომ სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მოიპოვა 50-პროცენტიანი გრანტი.
კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას ვულოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველი იქნება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.