ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები განათლების მიღებას უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
სკოლაში, კურსდამთავრებულებს მთელი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ.
დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი აღზრდილები სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ასახელებენ, სოფელს, სკოლასა და ქვეყანას.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები უკვე სტუდენტები არიან! ვულოცავთ მათ. ძალიან გვიხარია და გვეამაყება“,- აღნიშნავენ სკოლაში.