წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ზოია მოლაშხია კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა.
ზოია მოლაშხიას მანტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და კოლეგები მასწავლებელს უმაღლესი სტატუსის მოპოვებას ულოცავენ.
„ჩვენი სასკოლო საზოგადოება ულოცავს ინგლისური ენის მასწავლებელს - ზოია მოლაშხიას მენტორის სტატუსის მინიჭებას და წარმატებებს უსურვებს ახალი გამოწვევების საპასუხოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.