ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სამზადისი დაწყებულია.
2024-2025 სასწავლო წლის, პედაგოგთა პირველი სამუშაო შეხვედრაც წარმატებით შედგა. პედაგოგებმა სკოლის ხელმძღვანელთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და გაწერეს სასწავლო წლის მიზნები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პედაგოგები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ხარისხიანად, მაღალ დონეზე შეასრულებენ, ექნებათ მხარდაჭერა და სტიმული იმისა, რომ სკოლას კარგი იმიჯი ჰქონდეს.
რატევანის საჯარო სკოლა ქვეყნაში არსებულ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.