ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
06-09-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში ახარებთ, რომ 2023-2024 სასწავლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ და სასურველ პროფესიებს უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლებიან. 

  • გიორგი კვარაცხელია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა;
  • გიორგი კვარაცხელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალს შეისწავლის (70%-იანი გრანტი);
  • სესილი კვარაცხელია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში სამართალის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია;
  • მარი კვარაცხელია საქართველოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟნერიას შეისწავლის;
  • მათე წურწუმია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს დაუფლება;
  • ანანო მოლაშხია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია;
  • ნიკა კვარაცხელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩაირიცხა.

სკოლაში მთელი საგამოცდო პერიოდი აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ამაყობენ, რომ მათი შრომა და ამაგი დაფასდა. 

სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის 2023-24 წლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ, ვულოცავთ მათ მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ გზაზე!  აქვე, ყველა სტუდენტს ვუსურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203