ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებულებით, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.
სკოლა სიამაყით გვაცნობს წარმატებულ კურსდამთავრებულებს.
მურად ბუდაგოვი, ნიჯატ გარაევი, ალსუ ალაჰვერდიევა, აიდა მუსაევა, შაჰლა ჰასანოვა, ალიარ რამაზანოვი, ემილია ჰასანოვა, ამიდ გოჩაევი, აბას გულიევი, კამალა ალაჰვერდიევა, ჯაჰანდარ განჯალიევი, ლეილა მამედოვა, ნაზპერი ვალიევა და რამილ ალიევი პროფესიებს სასურველ უნივერსიტეტებში დაეუფლებიან.
„ეს შედეგები ძალიან სასიამოვნოა. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მასწავლებლის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იშრომა“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდებს ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ.