მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების წარმატებას. სკოლა მოხარულია, რომ ახალგაზრდები სკოლაში მიღებულ განათლებას უნივერსიტეტის კედლებში გაიღრმავებენ.
სკოლაში ამაყობენ ახალგაზრდების წარმატებით და დიდი სიხარულით გვაცნობენ კურსდამთავრებულებს:
მაჰამედ ასკეროვს, სამა მამედოვას, რაგსანა გასანოვას, ფატმა რზაევას, ელვინა ისმაილოვას, ელიანა მირზახანოვას, ჩინარა ომაროვას, თელმან მამედოვს, გიულმირა მირზახანოვას , ჰურუ გუსეინოვას, გურბან გუმბათოვს და ფატიმა ახმედოვას.
სკოლა ულოცავს თითოეულ მათგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს ულევ წარმატებას.