მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მელანო ბოლქვაძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დაწყებითი კლასების მასწავლებელს მელანო ბოლქვაძეს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერულ ზრდაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.