ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია-დირექტორი მარიკა აბულაძე ახალგაზრდებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
09-09-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ. 

სკოლის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია. ანრი აბულაძე, ლანა აბულაძე, ლიკა აბულაძე, მეგი აბულაძე, ირაკლი ბოლქვაძე და მარიამ აბულაძე სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში აგრძელებენ. მათგან ორმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექტორი მარიკა აბულაძე, რომელიც კურსდამთავრებულებს მთელი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდა, ახალგაზრდებს წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავს და სჯერა, რომ მათი მიღწევებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.  

„მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ისტორიაში, 2024 წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ მათ მიერ არჩეულ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში.

გულით გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!

ახლა, თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, გამოწვევებს, ურთიერთობებსა და ახალი განვითარების  შესაძლებლობებს გულისხმობს. 

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას თქვენზე. მჯერა სკოლაში მიღებული ცოდნით, ასეთი შემართებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს განვითარების საქმეში.

ასევე, უნდა აღინიშნოს სკოლის საზოგადოების დამოკიდებულება, მშობელთა გვერდში დგომა საერთო მიზნის მიღწევის საქმეში.

ჩემი მხრივ ვასრულებ პირობას ერთიანად ყველას ვულოცავ მიღწეულ შედეგებს, ასევე კიდევ ერთხელ ვულოცავ მშობლებს და თითოეულ პედაგოგს, მადლობა ყველას გაწეული შრომისათვის.

აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ექვსიდან ორმა სტუდენტმა მოიპოვა 50% გრანტი, ხოლო დანარჩენებს კი ძალიან დიდი იმედი მაქვს სხვა სახელმწიფო პროგრამები შეეხებათ, თუნდაც შიდა დაფინანსება.

ხშირად ვამბობდი ეს ბავშვები არიან მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოებული და ესეც დადასტურდა, ჩარიცხული სტუდენტების არჩევანითა და მრავალფეროვნებით.  

მახსოვს ძალიან გამიჭირდა თქვენთან განშორება, სევდიანად დაგემშვიდობეთ... მაგრამ სიხარულმა შეცვალა სევდა, სხვანაირად არც ველოდი,  ახალგაზრდებო მეამაყებით და გლოცავთ!“,- ვკითხულობთ დირექტორის - მარიკა აბულაძის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203