ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე მუდამ ზრუნავენ. სკოლაში, ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალური განათლების დანერგვას, რასაც ადასტურებს ის აქტივობები და პროექტები, რომლებსაც სასწავლო წლის განმავლობაში ატარებენ პედაგოგები.
აღნიშნულ აქტივობებს შორის გახლდათ 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებული პროექტი - „ჩრდილების თეატრი“, თემაზე - „წითელქუდა“.
პროექტი არაფორმალური განათლების ფარგლებში, ბილინგვური სწავლების მათემატიკის სპეციალისტ მასწავლებელმა - ნაზიკ ნიკოღოსიანმა განახორციელა.
მან, როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის მიმდინარეობის პროცესი წარადგინა ფოტოებისა და ვიდეოების სახით. დასრულებული პროექტის შემდეგ, მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, „ჩრდილების თეატრის“ აფიშა მომაზადა.
მოსწავლეებმა ასევე, სკოლაში, ჩრდილების თეატრის სახით წარადგინეს საინტერესო სპექტაკლი, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: