წელს, საქართველოს მასშტაბით, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, თიკა გობაძემ, ნიკა გობაძემ და ელისო შავაძემ ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტთა შორიმა, ისე პედაგოგთა ამაგი.
„დიდაჭარის საჯარო სკოლა გილოცავთ სტუდენტობას ჩვენს საამაყო, ნიჭიერ და არაჩვეულებრივ ბავშვებს. ბედნიერი სტუდენტობა და წარმატებული მომავალი გვინდა გისურვოთ. დიდი მადლობა, რომ ასე გვანებივრებთ თქვენი სიყოჩაღით. თქვენი წინსვლით ჩვენც გვაბედნიერებთ.
გამორჩეული კლასი იყავით და ასე გააგრძელეთ მომავალშიც. უღრმესი მადლობა თითოეულ მასწავლებელს. გვიხარია გრანტების მოპოვება“,- აღნიშნავენ სკოლაში და გრანტიანი კურსდამთავრებულების შედეგებს გვიზიარებენ: