„ახალი სიცოცხლე“ - ფოკის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის საინტერესო პროექტი
06-09-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს სკოლის სამოქალაქო კლუბ „თანასწორობის“ საქმიაბობა. კლუბის წევრებისთვის 2023-2024 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. მათ სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და პროექტი განახორციელეს. 

მათ შორის იყო ვორქშოპი „ახალი სიცოცხლე“, რომელიც სამოქალაქო განათლების ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული ვორქშოპი მოიცავდა დასუფთავების აქციას, რომლის დროსაც მოსწავლეებმა პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს და მათგან საყვავილეები დაამზადეს. აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აქტივობის მეშვეობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილებას.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203