წელს, საქართველოს მასშტაბით, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის დირექცია და კურსდამთავრებულები სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ, იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდები სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ქვეყანას მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებიან.
„დანისპარაულის საჯაროს სკოლის პედკოლექტივი ყველა აბიტურიენტს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის აბიტურიენტებს და უსურვებს წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.