დაბა ხულოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით იწყება. სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება.
სკოლის ხელოვნების მასწავლებელის - მაია ბოლქვაძის პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებულია, შესაბამისად მასწავლებლის ინიციატივას სამინისტო დააფინანსებს.
სკოლაში სიახელე ახარებთ, პედაგოგს წარმატებას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„კარგი სასწავლო წლის დასაწყისი - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შორის არის დაბა ხულოს საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მაია ბოლქვაძე.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის წარმატებულ განხორციელებასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.
დიდი მადლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.