ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლუკა ბოლქვაძემ, ლაშა დიმიტრაძემ, არმაზ წულიკიძემ და თინა პაქსაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კორტოხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვიზიარებთ და ვიაზრებთ სიხარულს.
ვულოცავთ, ჩვენი სკოლის ოთხ კურსდამთავრებულს, აბიტურიენტს აწ უკვე ოთხ სტუდენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ ეტაპს ს. ტ. უ. დ. ე ნ. ტ. ო. ბ. ა. ს!
ლუკა ბოლქვაძე, ლაშა დიმიტრაძე, არმაზ წულიკიძე, თინა პაქსაძე გ. ი. ლ. ო. ც ა. ვ თ
წ. ა. რ. მ. ა. ტ. ე. ბ. ე. ბ. ი! “- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.