ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - რიმა გოლეთიანმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ სასწავლო წელს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
„სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა ვულოცავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - რიმა გოლეთიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.