ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის 18-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
1. გივი მიქელაძე - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (50-პროცენტიანი დაფინანსება);
2. ნინი შარაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - (50-პროცენტიანი დაფინანსება);
3. გიორგი ფარტენაძე;
4. ელისაბედ შარაძე;
5. გიორგი კომახიძე;
6. ნიკუშა გორგილაძე;
7. შოთიკო ხალვაში;
8. ალეკო ბერიძე;
9. ლია მამულაძე;
10. ლიკა ებრალიძე;
11. ანრი ზაქარაძე;
12. არიანა ზქარაძე;
13. თათია თედორაძე;
14. გურამ კახიძე.
15. ნინი ქოქოლაძე;
16. ვლადიმერ მიქელაძე;
17. ლუკა ფუტკარაძე;
18. ალექსანდრე ჭურკვეიძე.
სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და პედაგოგები აბიტურიენტებს მთელი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ.
სკოლაში ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით არაერთხელ იამაყებენ.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს სკოლის 2023/2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! სკოლის 27 კურსდამთავრებულიდან 18 აბიტურიენტი მათთვის სასურველ და არჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, მათგან ორი 50/50-პროცენტიანი გრანტის მფლობელია.
სკოლა ამაყია კურსდამთავრებულების მიღწეული შედეგებით. წარმატებული სტუდენტობა გქონოდეთ ჩვენო ახალგაზრდებო!“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის - ტარიელ მიქელაძის მისალოც წერილში.