ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალ სასწავლო წელს სასიხარულო სიახლეებით ხვდებიან.
სკოლის პედაგოგი მარიამ შერვაშიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებულია, შესაბამისად უწყება მასწავლებლის ინიციატივას დააფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს.
ასევე, აჭარის რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელიც 12 ოქტომბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში გაიმართება, გამარჯვებული თემებით წარდგება სკოლის 5 პედაგოგი - ლელა აბაშიძე, დავით მამუჭაძე, კატერინე წიკლაური, თამუნა გოგოლაძე და მარიამ შერვაშიძე.
სკოლაში მასწავლებელთ წარმატება ახარებთ. სკოლის დირექცია მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებს.
„ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.