მახოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ  
10-09-2024

წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მათ შორის არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

უმაღლეს სასწავლებელში სწავლას გააგრძელებს სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის 7 და 2022-2023 სასწავლო წლის ერთი კურსდამთავრებული შემდეგ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე:

  • ანა გენჯაძე -  ფსიქოლოგია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საბა გვიანიძე- საერთაშორისო ურთიერთობები - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ანეტა პაქსაძე- ტურიზმი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გიორგი გორგოშაძე-  კულტურული ტურიზმი - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
  • ნიკა ალიქაძე - გემის ელექტრომექანიკა - ბათუმის საზღვაო აკადემია;
  • უჩა ქოქოლაძე - ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იზაბელა ქოქოლაძე - სამართალმცოდნეობა - ბათუმის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • სულიკო თეთრაძე - ბიზნესადმინისტრირება - ბათუმის საზღვაო აკადემია.

სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც ახალგაზდების შრომა, ისე პედაგოგთა ამაგი და კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

„ვულოცავთ, ყველას სტუდენტობას და ვუსურვებთ წარმატებებს სწავლების უმაღლეს საფეხურებზე.

მადლობას მოვახსენებთ სკოლის დირექციას, ადმინისტრაციას, საგნის მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს და სხვებს  ჩადებული შრომისათვის თითოეული მოზარდის აღზდასა და განათლებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203