ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლანა ასამბაძემ, ნუცა ბრუნჯაძემ, ლუკა ბრუნჯაძემ, ნიკა ბრუნჯაძემ, ლაშა ნაგერვაძემ და ზიზი როდინაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლეში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ, ახალგაზრდებს უსურვებენ წარმატებით დაუფლონ პროფესიებს და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურონ სამშობლოს.
„ყოროლისთავის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს 2024 წლის კურსდამთავრებულებს - ლანა ასამბაძეს, ნუცა ბრუნჯაძეს, ლუკა ბრუნჯაძეს, ნიკა ბრუნჯაძეს, ლაშა ნაგერვაძესა და ზიზი როდინაძეს სტუდენტობას, გილოცავთ, იმ წარმატებას რასაც თქვენ მიაღწიეთ, წინ ბევრი საინტერესო და ლამაზი დღეები გელოდებათ, წარმატებით გევლოთ ამ რთულ გზაზე და ყველა დაბრკოლება გადაგელახოთ, თქვენ საქართველოს მომავალი და იმედი ხართ, იარეთ წინ გაბრწყინებულ და გაერთიანებულ საქართველოში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.