ორთაბათუმის საჯარო სკოლის დირექცია 2024 წლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
- ნინო პაქსაძე - თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
- ალექსანდრე ფაღავა - ბათუმის საზღვაო აკადემია - ნავიგაცია;
- ლინდა შარაშიძე - თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;
- ნატა შარაბიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია;
- ნინი ჭყონია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია;
- ნიკა ხალვაში - ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა და საჯარო მმართველობა;
- ბექა დოლიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერებები.
სკოლაში მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ. დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ბედნიერ და ნაყიფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„ორთაბათუმის საჯარო სკოლა ულოცავს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ვუსურვებთ, ცხოვრების ახალ ეტაპზე უამრავ წარმატებებს და ცოდნის მწვერვალების მრავალჯერ დაპყრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.