ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის სკოლის ბუღალტერი ლილი (მანანა) ბასილაძე გარდაიცვალა.
ქალბატონი ლალი სკოლაში განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა, გამოირჩეოდა საქმის ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით, მისი გარდაცვალება სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ლილი ბასილაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სინანულით ემშვიდობება სკოლის ბუღალტერს - ლილი (მანანა) ბასილაძეს. ქალბატონი ლილი გამოირჩეოდა საქმის ერთგულებით, პირად ურთიერთობებში საოცარ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა. დიდი სიყვარულით მოიკითხავდა ხოლმე ნაცნობებს, ინტერესდებოდა მათი ოჯახური ამბებით, გულწრფელად უხაროდა კარგი და გულითად დალოცვასაც მოაყოლებდა ხოლმე. უყვარდა პედაგოგიური კოლექტივი, მათ გვერდით თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა.
ჭოგნარის საჯარო სკოლა უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს!“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლილი ბასილაძის გარდაცვალების გამო.