„იმედია, ყველა ოცნება და მიზანი რეალობად გექცევათ“ -ქობულეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
06-09-2024

წელს, საქართველოს მასშტაბით, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ლიკა ვერულიძე, ლიზი მახარაძე, ქეთევან მახარაძე და ლიზა ჯაფარიძე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ლიკა ვერულიძემ 70%-იანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლაში ახარებთ, რომ ახალგაზრდების შრომა დაფასდა და ისინი სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან. 

დირეცია და პედაგოგები  წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუნდეტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი - ლიკა ვერულიძეს (70% გრანტი), ლიზი მახარაძეს, ქეთევან მახარაძეს, ლიზა ჯაფარიძეს, ულოცავენ  სტუდენტობას. მათი თავდაუზოგავი შრომა და ერთგულება გამართლდა. იმედია ყველა ოცნება და მიზანი რეალობად ექცევათ. წინ ახალი თავგადასავლები, ახალი მეგობრები ელოდებათ.  ვუსურვებთ სტუდენტური ცხოვრება სავსე იყოს წარმატებებით, გამოწვევებით და დაუვიწყარი მოგონებებით. სკოლა წარმატებებს უსურვებს ყველა მათგანს სწავლაში და პიროვნულ ზრდაში“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203