დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ტატუაშვილი პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.
მათემატიკის მასწავლებელმა წელს წამყვანის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება მათემატიკის მასწავლებელ ქეთევან ტატუაშვილს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ საგურამოს საჯარო სკოლაში პედაგოგთა კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია.