ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სკოლის პერსონალისთვის კლასების მიხედვით მოსწავლეების შეფასების და დასწრების აღრიცვის სიტემას. პროგრამის მომხმარებლებს ასევე წარმოადგენენ მოსწავლეები და მათი მშობლები/მეურვეები, რომლებსაც წვდომა აქვთ მხოლოდ ინდივიდუალური მოსწავლის მონაცემებზე.
სისტემა შემუშავებულია მასწავლებლების, მშობლების/ მეურვეების, მოსწავლეებისთვის, დირექტორებისთვის და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარებაში ჩართული რგოლებისთვის.
მასწავლებლებს აქვთ წვდომა თავის სამუშაო სივრცესთან, სადაც შეუძლიათ დაინახონ საკუთარი დღის განრიგი, დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, მისცენ მათ დამოუკიდებელი სამუშაო და აღნიშნონ გაცდენილი საათები. მშობლები მომენტალურად ღებულობენ ყველა აქტივობას შეტყობინების სახით საკუთარ მობილურ ტელეფონში.
ონლაინ სკოლაში მშობლებს/მეურვეებს შესაძლებლობა ეძლევათ ადევნონ თვალი ბავშვის დასწრებას და მუდმივ კავშირზე იყვნენ მასწავლებელთან. დირექტორებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი სკოლა ონლაინ რეჟიმში. სკოლასთან მუდმივ კავშირშია სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც აწარმოებენ სკოლის სასწავლო პროცესის და შედეგების მონიტორინგს და ანალიზს.