ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.
სკოლაში განსაკუთრებით ელოდებიან პირველკლასელებს და ცდილობენ ყველაზე პატარებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დღესასწაულად აქციონ.
ამის ნათელი მაგალითია პირველკლასელების გაცნობა-ადაპტირებისათვის ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრა.
შეხვედრას პირველკლასელთა მასწავლებლებთან ერთად წარმართავდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები, რომელთაც მარტივი და საინტერესო ქიმიური ცდებით და სპორტულ-გასართობი აქტივობებით გააამრავალფეროვნეს საღამო.
ასე გაიცნეს პატარებმა თავიანთი სკოლა, ნათია და მარიამ მასწავლებლები.
სკოლაში პირველკლასელებს სულმოუთქმელად ელიან და მათ ზღაპრულ სასწავლო წელს ჰპირდებიან.
ფეხბედნიერი, წარმატებული და ფერადი ყოფილიყოს თქვენი სასკოლო ცხოვრება ზღაპარი, სახელად მეორე სკოლა, დაიწყო...“,- აღნიშნავენ სკოლაში და მეთორმეტეკლასელებს მადლობას უხდიან.
„საბა ლობჯანიძე, სანდრო კობახიძე, თედო ფრუიძე, ლუკა ტყეშელაშვილი, ფარნა გოგსაძე, ნიკა ყრუაშვილი - საუკეთესოები ხართ“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: