კვატიის საჯარო სკოლის პედაგოგ სოსლან სურმანიძის პროექტი კონკურსის გამარჯვებულია
09-09-2024

დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს საინტერესო პროექტი განხორციელდება. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში -  „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ დაფინანსებული 100 პროექტიდან ერთ-ერთ გამარჯვებული დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოსლან სურმანიძის პროექტია. 

სკოლაში სიახლე ახარებთ, პედაგოგს გამარჯვებას ულოცავენ და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ პედაგოგს, მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს. მომავალი წარმატებების სურვილით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2023 წლიდან ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203