„გოგოებო, უთვალავი წარმატებული წელი!“ - ხუნწის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ხარობენ 
09-09-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლა მოხარულია გაგავიზიაროს კურსდამთავრებულების წარმატება, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში, საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან. 

კურსდამთავრებულები: თაკო ძიძიგური აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლიზი გელენიძე კი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირებაზე. 

„ხუნწის საჯარო სკოლის ე.წ „ჟიგულის გოგოები“ უკვე სტუდენტები. მადლობა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს მათ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის, გოგოებო თქვენ კი უთვალავი წარმატებული წელი“, - ასე ულოცავს სასკოლო საზოგადოება გოგოებს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

სკოლა კურსდამთავრებულთა იუმორისტულ ვიდეორგოლს გვიზიარებს:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203