ავტორიზებულის სტატუსი, ნანატრი პირველკლასელი და პედაგოგთა წინსვლა - ზეგნის N2 სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს
09-09-2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება. 

სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა და 2024-2025 წელს ავტორიზებულის სტატუსით იწყებს.

ამ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სიახლეებს სკოლის დირექცია გვიზიარებს:

„ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებითა და დიდი კეთილი მოლოდინებით იწყება...

ჩვენს სკოლაში უმეტეს შემთხვევაში ეს მართლაც ასეა და გვინდა მუდამ ასე გაგრძელდეს...

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა ჩართული იყო ავტორიზაციის პროცესში და ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკვე ავტორიზებული სკოლის სტატუსით ვეგებებით... 

მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და კიდევ უფრო გალამაზებული გარემო დახვდება საზოგადოებას... 

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სკოლის კარს შემოაღებს პირველკლასელი მოსწავლე და კიდევ უფრო გააფერადებს ჩვენს მყუდრო სივრცეს...

სკოლისათვის კიდევ უფრო საამაყოა მაღალკვაფიციური მასწავლებლები და ამ მხრივაც არის წარმატებები და წინსვლა... ტექნოლოგიების მასწავლებლის კვალიფიკაცია დაადასტურა ქეთევან ვეფხვაძემ, ხოლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა ლედი ბარდაველიძემ.. 

ვულოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას... ვუსურვებთ წინსვლას კარიერაში საყვარელ მოსწავლეებთან ერთად და მშვიდ და ბედნიერ დღეებს ცხოვრებაში...“,- აღნიშნავენ სკოლაში და 2024-2005 სასწავლო წლის დაწყებას დიდი შემართებით ელოდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203